-
საშემოსავლო გადასახადი;
-
მოგების გადასახადი;
-
დამატებითი ღირებულების გადასახადი;
-
აქციზი;
-
ქონების გადასახადი;
-
საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები;
აუდიტის მიმდინარეობისას ხორციელდება ინფორმაციის შეკრება და ანალიზი გადამხდელის შესაძლებლობების შესახებ დაბეგვრის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. აღნიშნული აუდიტი საშუალებას გვაძლევს ობიექტურად შევაფასოთ კომპანიის ფინანსური აღრიცხვა, გადასახადების გადახდის და გაანგარიშების სისწორე. აუდიტორული შემოწმების შედეგად თქვენ მიიღებთ:
აუდიტორულ დასკვნას;
დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებით, ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.